რა არის საჭირო საუკეთესო ყავის მოსამზადებლად

ის, თუ ყავის მომზადების რომელ მეთოდს აირჩევთ, მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ არის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც ყავის  უმაღლეს ხარისხს და განსაკუთრებულ არომატს განაპირობებს

 ყავის მარცვლის ხარისხი

img_0541

უმთავრესი ინგრედიენტი ყავის მარცვლებია, რომელსაც ვიყენებთ. Specialty ყავის ინდუსტრიაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ხელით დაკრეფილი მარცვალი გამოიყენება. ყავის არომატი განპირობებულია არამხოლოდ იმ ტექნიკით, რომელსაც მოსამზადებლად ვიყენებთ, არამედ იმითაც, როგორ მარცვალს შევარჩევთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ მარცვლის შერჩევისას?

  • წარმოშობის ქვეყანა და რეგიონი
  • ყავის სახეობა – არაბიკა, რობუსტა და ა.შ.
  • მარცვლის ხარისხი

 მოხალვის პროცესი

14883428_10154189809008235_4783296516457723470_o

მოხალვის პროცესის შედეგად განისაზღვრება, როგორი იქნება ყავის არომატის შემადენელი სამი ძირითადი კომპონენტის შემცველობა მარცვალში:

  • სიმჟავე
  • სიტკბო
  • სიმწარე

რაც უფრო დიდხანს იხალება ყავის მარცვალი, მით უფრო მცირდება მჟავიანობა და იზრდება სიმწარე. მუქ მარცვალს როგორც წესი, საკმაოდ მწარე გემო დაკრავს. მოხალვის ოსტატებმა ზუსტად იციან, როგორ მიაღწიონ სასურველ არომატს – ტკბილი და ამავდროულად მომჟავო არომატი ან ძალიან ტკბილი, ოდნავ მწარე… არომატების ვარიაციები უსაზღვროა და ეს მხოლოდ მოხალვის ოსტატზეა დამოკიდებული.

დრო მოხალვიდან მომზადებამდე

ყავის არომატულობის ხარისხი პიკს მოხალვისას აღწევს და ნელ-ნელა იწყებს კლებას. საუკეთესო ხარისხის ყავა მხოლოდ ახალმოხალული მარცვლებისგან მზადდება

 შენახვის პირობები

ყავის მოხალული მარცვლები მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში ინახება მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში

დაფქვის ხარისხი და დრო

ყავის საბოლოო არომატს კიდევ ერთი რამ განსაზღვრავს – ის, თუ როგორ, როდის და რამხელა ნაწილაკებად იფქვება ყავის მარცვალი. შეიძლება გვქონდეს იდეალურად მოხალული უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალი, გაფილტრული სუფთა წყალი, პრემიუმ ხარისხის ფილტრი და ესპრესოს აპარატი, ბარისტა, რომელიც იდეალურად ფლობს ყავის მომზადების ტექნიკას, მაგრამ არასწორად დაფქვამ ყველაფერი გააფუჭოს.

ყავის დაფქვის ოთხი ოქროს წესი არსებობს:

  • ყავის მარცვალი უნდა დაიფქვას უშუალოდ მომზადების წინ
  • უნდა შეირჩეს ნაფქვის სწორი ზომა (ძალიან წვრილიდან მსხვილ ნაფქვავამდე)
  • ნაფქვის ნაწილაკები უნდა იყო მაქსიმალურად თანაბარი ზომის
  • საფქვავი უნდა იყოს სწორად შერჩეული
  • საფქვავი უნდა იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს ძველი და ახალი ნაფქვის შერევა

 წყლის ხარისხი

15139441_1393782593966534_2091103789_n

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ყავის მომზადებისას. უპირატესობა გაფილტრულ, ან ბოთლის წყალს ენიჭება. წყლის შემადგენლობაში შემავალი ისეთი მინარევები, როგორიცაა ქლორი ან ამონიუმი, უარყოფით გავლენას ახდენს ყავის არომატზე.  თუ წყალი ხისტია და მასში მინერალური მარილების რაოდენობა დასაშვებზე მეტია, ამან შეიძლება ექსტრაქციის პროცესზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა და შედეგად სუსტი ყავა მივიღოთ. პირიქით, მინერალური მარილების არარსებობა არასასურველი კომპონენტების ექსტრაქციას იწვევს და სასმელი ზედმეტად მწარე ან მჟავე არომატის გამოდის.

ნორმების ზუსტი დაცვა

img_1459

რამოდენიმე გრამის გადაცდომა, ან რამოდენიმე მილილიტრით მეტი ან ნაკლები წყლის გამოყენება დიდ ზეგავლენას ახდენს ყავის არომატზე.

 წყლის ტემპერატურა

როგორც ზედმეტად ცხელი, ასე ზედმეტად ცივი წყალი ძლიერ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ყავის ხარისხზე. მაგალითად, თუ წყალი ცივია, ის საკმარისად ვერ გამოდევნის ყავის საგემოვნო ნივთიერებებს მარცვლიდან და შედეგად ყავა უგემური იქნება.

ექსტრაქციის დრო

ექსტრაქცია – ესაა ის ჯადოსნური პროცესი, რომლის დროსაც ყავის მარცვლებიდან გამოიყოფა ის არომატული ნივთიერებები, რომლებიც  ჩვეულებრივ წყალს ყავის გემრიელ სასმელად აქცევს.

თუმცა, ყავის მარცვალში არის როგორც სასიამოვნო გემოს და არომატის მქონე, ასე უსიამოვნო კომპონენტები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს ექსტრაციის დრო – წყლის და ყავის მარცვლის კონტაქტი ზუსტად იმდენ ხანს უნდა გაგრძელდეს, რაც საკმარისია სასიამოვნო არომატის მისაღებად.

მარცვლებიდან არომატის ექსტრაციის დრო იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელი მეთოდით ხდება ყავის მოდუღება. მაგალითად, ესპრესოს შემთხვევაში ეს დრო 20-30 წამია. ცივი მეთოდით მოდუღებისას კი დაახლოებით 12 საათი.

აღჭურვილობა, რომელსაც ყავის მოხალვის, დაფქვის და მომზადებისას ვიყენებთ

14939454_10154175897703235_8148797497981681910_o

ესპრესოს (და ესპრესოზე დაფუძნებულ ყავის ნაირსახეობებს) ვამზადებთ დიდი ბრინატეთის ბარისტების ჩემპიონატის ოფიციალურ ყავის მანქანაზე Sanremo Verona RS, რომელიც უზრუნველყოფს უკომპრომისო ხარისხის მიღებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s